"ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
13-74
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2010-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-02
სარეგისტრაციო კოდი
210020000.36.101.016008
"ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1 3 -7 4

2010 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის № 7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, „ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის № 7-41 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის” მე-4 პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ თ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ქონების განმკარგველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელებისა და ქონების შემძენის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება;“ .

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                              ზ. სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია