"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13/3
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-09
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016015
"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13/3

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2010 წლის 20 ივლისის 9/1 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               გ. მესტვირიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია