"ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-02
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.106.016007
"ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“ №11 (6987), 28.04.2009 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე          მ. ჭოხონელიძე

კრებსითი — სრული ვერსია