საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №150
1998 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
ა. ბურჯანაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
პურპროდუქტების სისტემის საწარმოთა სტაბილური მუშაობის, სისტემის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციისა და მოსახლეობის პურპროდუქტებით მომარაგების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის სააქციო საზოგადოება „საქართველოს პურპროდუქტების კორპორაციის“ პრეზიდენტი ანზორ ბურჯანაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე