საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №148
1998 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
გ. ლილუაშვილის, რ. ფოჩხუას და კ. ჩინჩალაძის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას გამოჩენილი მამაცობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლილუაშვილი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი რევაზ ფოჩხუა და უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი კახაბერ ჩინჩალაძე დაჯილდოვდნენ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ე. შევარდნაძე