საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №143
1998 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები, საქართველოს დამსახურებული არტისტები ჟუჟუნა ჩხეიძე და რევაზ ქინქლაძე დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე