საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №130
1998 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
გ. უშვერიძისა და ო. ჩახუნაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ჯანმრთელობის დაცვის დარგში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
გიორგი უშვერიძე – საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი
ოთარ ჩახუნაშვილი – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, ქირურგიის კათედრის გამგე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ე. შევარდნაძე