საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-02-28
გამოქვეყნების თარიღი
1998-02-27
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №112

1998 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები:

ღირსების ორდენით:

ეთერ გიორგიძე – მეტალურგიის ფაკულტეტის ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

მიხეილ გურგენიძე – სატრანსპორტო ფაკულტეტის სარკინიგზო ავტომატიკისა და კავშირგაბმულობის კათედრის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

სერგო თოფურია – უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

როინ იმედაძე – სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

თეიმურაზ ლოლაძე – მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ნოდარ ლომინაძე – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

აგული სოხაძე – სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი

რამაზ ხუროძე – რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ღირსების მედლით:

შოთა ბადალაშვილი – საავიაციო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოცენტი

თამაზ ბაციკაძე – პრორექტორი, დოცენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ფრანც ბროუჩეკი – ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ლერი გვასალია – არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგიის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ლევან გველესიანი – სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ალმასხან გუგუშვილი – ავტომატიკის და ტელემექანიკის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გურამ დგებუაძე – ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი

ვაჟა დიდმანიძე – პრორექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

ირაკლი ზედგინიძე – საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნანული თევზაძე – არქიტექტურული გეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

რაულ თურმანიძე – პრორექტორი სამეცნიერო დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ანზორ კვარაცხელია – თბილისის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

რაულ კუპრავა – ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნაზიბროლა კუციავა – ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

შალვა ნაჭყებია – სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

ნინო ნინუა – სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

თენგიზ ჟვანია – ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი

გიორგი სალუქვაძე – არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორი, არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი

ელგუჯა ქუთელია – ფიზიკური მასალათმცოდნეობის კათედრის გამგე, სტრუქტურულ-კვლევათა რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ნელი ქუჩულორია – გეოლოგია-პალეონტოლოგიის კათედრის პროფესორი, ჰიდროგეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

სერგო შავგულიძე – ციფრული კავშირის თეორიის კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ოთარ შონია – თბილისის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

თინათინ ჩიჩუა – ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი, არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი

გიორგი ძიძიგური – ინფორმატიკის საფუძვლების და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია