საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №110
1998 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების თაობაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 თებერვლის №62 განკარგულებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს გენერალ-მაიორ ვალერი ჩხეიძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა მან ხელი მოაწეროს „თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის საპატრულო კატარღის გადაცემის თაობაზე“ ხელშეკრულებას.
ე. შევარდნაძე