საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №102
1998 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 თებერვლის №52 განკარგულებასთან დაკავშირებით მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მ.კაკაბაძეს, რათა აწარმოოს მოლაპარაკება აღნიშნულ ხელშეკრულებათა ტექსტების მისაღებად.
ე. შევარდნაძე