საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №96
1998 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
ა. მახარაძის და ა. რეხვიაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სასცენარო-საკოორდინაციო საქმეთა სამსახურის უფროსი რედაქტორი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი ალექსანდრე მახარაძე და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე