საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №54
1998 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
რ. მალაყმაძის მედლით `მხედრული მამაცობისათვის~ დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ)
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიარაღებულ ბანდიტურ დაჯგუფებებთან შეტაკების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის გურიის სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ინსპექტორი პოლიციის კაპიტანი რევაზ მალაყმაძე დაჯილდოვდეს მედლით `მხედრული მამაცობისათვის~ (სიკვდილის შემდეგ).
ე. შევარდნაძე