საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №882
2009 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების თანდართული ნუსხა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 მაისის №314 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის ბრძანებულე-ბა №196-სსმIII,№31.03.2010წ.,მუხ.495
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა
1. ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი;
ბ) რევოლვერი.
2. საბრძოლო მასალა: – პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები.