საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №22
1998 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 6 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 6 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს: „შეთანხმება ტურიზმის სფეროში საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე