"ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2010-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-02
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.132.016016
"ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო

დადგენილება №33

2010 წლის 19 ნოემბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის  30 იანვრის №1-5 დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

,,ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვით-მმართველი ქ. ბათუმის 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს  „ა.ბ)“ ქვეპუნქტი.

ბ) დადგენილების მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს  „ბ“ ქვეპუნქტი.

გ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლების გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქციები, თანახმად   №1, 3, 4, 5-1, 5-2 დანართებისა“.

დ) დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს დანართი 2 (ინსტრუქცია ,,ადგილობრივი საქალაქო რეგუ­ლა­რული სამგზავრო გადაყვანის ნებართვებისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ).

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამო­ქვეყნე­ბის­თანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია