„თბილისის სამგორისა და ისნის რაიონების გეოგრაფიულ საზღვრებში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
778
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-12-31
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.000.
„თბილისის სამგორისა და ისნის რაიონების გეოგრაფიულ საზღვრებში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №778

1997 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის სამგორისა და ისნის რაიონების გეოგრაფიულ საზღვრებში ცვლილებების შეტანის შესახებ

თბილისის სამგორისა და ისნის რაიონების გეოგრაფიული საზღვრების მოწესრიგების, კომუნალური და კეთილმოწყობის სამსახურების პოტენციალის დაბალანსებისა და ეფექტიანი საქმიანობის მიზნით:

1. თბილისის სამგორისა და ისნის რაიონების გეოგრაფიული საზღვარი გატარდეს ეგრეთ წოდებულ ჯავახეთის ხევზე.

2. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ვარკეთილი 3-ის დასახლება გადაეცეს სამგორის რაიონს.

3. თბილისის მერიამ (ბ. შოშიტაიშვილი) უზრუნველყოს შესაბამისი კორექტირების შეტანა რაიონების საფინანსო-ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს თბილისის მერმა ბ. შოშიტაიშვილმა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია