საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193

დოკუმენტის ტიპი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1/5/193
მიმღები ორგანო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი
2003-12-16
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  N1/5/193

საქართველოს სახელით

2003 წლის 16 დეკემბერი, თბილისი,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილები (ბრალდებულის პატიმრობასთან დაკავშირებით) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის იმ დებულებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს;

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე და 406-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილები იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

3. საგამოძიებო ორგანოებს სირთულეები რომ არ შეექმნათ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტების აღსრულება გადაიდოს 2004 წლის 25 სექტემბრამდე;

4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;

7. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)

ვახტანგ გვარამია

იაკობ ფუტკარაძე

ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)

კრებსითი — სრული ვერსია