საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №732
1997 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს კ. ზალდასტანიშვილს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებებს „საქართველოსა და რუმინეთის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ და „საქართველოსა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ“.
ე. შევარდნაძე