მ. უკლებასათვის, მ.ჭკუასელისათვის, მ. ადეიშვილისათვის და კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
715
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-12-06
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-15
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.000.
მ. უკლებასათვის, მ.ჭკუასელისათვის, მ. ადეიშვილისათვის და კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №715

1997 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

მ. უკლებასათვის, მ. ჭკუასელისათვის, მ. ადეიშვილისათვის და კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მ. უკლებას, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს მ. ჭკუასელს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“;

გ) საქართველოს ტრანსპორტის მინისტრს მ. ადეიშვილს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული გადაზიდვების შესახებ“;

დ) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს კ. ზალდასტანიშვილს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ“.

ე. შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია