მ. უკლებასა და მ. ჭკუასელისათვის სპეცილაური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
713
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-12-06
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-15
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.000.
მ. უკლებასა და მ. ჭკუასელისათვის სპეცილაური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №713

1997 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

მ. უკლებასა და მ. ჭკუასელისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მ. უკლებას, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონვენციას“ და შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს მ. ჭკუასელს, რათა ხელი მოაწეროს კონვენციას “საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადის გადაუხდელობის შესახებ“ და შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ” და „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია