თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
704
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-12-01
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-15
სარეგისტრაციო კოდი
280.000.000.05.002.000.
თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №704

1997 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ

თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და თბილისის მერიის გადაწყვეტილება 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ.

2. აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებიდან შემოსული თანხები გამოყენებულ იქნეს 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტში შეიქმნას მიზნობრივი ფონდი.

3. ნება დაერთოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიას რეგულარულად გაეცნოს არსებულ ვითარებას და მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ ღონისძიებათა მიმდინარეობაში.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია