საჯარო სამართლის იურიდიუილი პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
444
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.010478
საჯარო სამართლის იურიდიუილი პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.478

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება №444

2007 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიუილი პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის

წესდების დამტკიცების შესახებ

,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვი-თარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვე-პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანდართული წესდება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №533 ბრძანება (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 955).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №114/ნ-სსმIII, №154, 25.11.2010წ; მუხ.2188

 

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტეს

წ ე ს დ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ინსტიტუტის დაფუძნება და იურიდიული სტატუსი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი (შემდგომ-ში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.

2. ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტი-ტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) დაარსდა 1935 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრის ბაზაზე, სახელგანთქმული მეცნიერის ივანე ბერიტაშვილის მიერ.

3. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, 1941–2006 წლებში, ინსტი-ტუტი იმყოფებოდა მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში.

4. ინსტიტუტი შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.

5. ინსტიტუტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

6. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის მუშაობაში. იგი საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით.

7. ინსტიტუტი იზიარებს სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო ნორმებსა და ბიოეთიკურ პრინციპებს, თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი იდეოლოგიისგან.

8. ინსტიტუტს აქვს საკუთარი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტი.

    მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები

1. ინსტიტუტის მიზანია:

ა) სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;

ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;

გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;

ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;

ზ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.

2. ინსტიტუტის ამოცანებს შეადგენს ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, ნეირომეცნიერების და მათ მომიჯნავე დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების წარმოება. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოამზა-დება აღნიშნულ მიმართულებებში.

3. ინსტიტუტის მიზანია ლაბორატორიების თანამედ-როვე აპარატურით აღჭურვა და მათი საშუალებით ბიოლოგიისა და მედიცინის შესაბამის დარგებში კვლევის საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა.

4. ძირითადი სამეცნიერო პროდუქციის – კვლე-ვითი სტატიების – სამამულო და საერთაშორისო დონის ჟურნალებში გამოქვეყნება. ინსტიტუტის თანამშრომელთა ციტირების ინდექსის განუხრელი ზრდა.

5. საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვა, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული ლიდერების მოწვევით.

6. ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო სკოლა-სემინარების მოწყობა საუკეთესო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

7. მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება დარგში არსებულ მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებებთან, მათთან ერთობლივი პროექტების გან-ხორციელების მიზნით.

8. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე, მათ შორის, საკონსულტაციო, საექსპერტო, საპროექტო, ტექნოლოგიური და სხვა საქმიანობა.

თავი II. ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვა

    მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა

1. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.

2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება, ლაბორატორია, ცენტრი ან სექტორი.

    მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო შედგება 9 წევ-რისაგან.

2. სამეცნიერო საბჭო:

ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს;

ბ) ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულებაზე;

გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით უფლებამოსილება შეუწყვიტოს ინსტიტუტის დირექტორს;

დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;

ე) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეუ-ლის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;

ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;

ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;

თ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებულ წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;

ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს, საგრანტო თემების შესრულებისა და სამეცნიერო მივლინებების ანგარიშებს;

კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

ლ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომ-ლობის საკითხებს;

მ) განიხილავს სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობის გეგმებსა და სამეცნიერო ფორუმების ჩატა-რებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნა-ლების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლე-გიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;

ნ) ამ წესდებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსისა და არჩევ-ნების ორგანიზების მიზნით;

ო) დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას.

    მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება

1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრების არჩევის, მაგრამ არანაკლებ წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ის არჩევის შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.

2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.

3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.

5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.

7. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ან ინსტიტუტის პერსონალიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.

8. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ინტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

    მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.

2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;

გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;

დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას.

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან განთა-ვისუფლებისას.

5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

    მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა

1. სამეცნიერო საბჭო აირჩევა ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრების უმრავლესობით 5 წლის ვადით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ინსტიტუტში მომუშავე სამეცნიერო პერსონა-ლისაგან. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

3. ინსტიტუტის საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა 3/4.

4. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრებას უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს წევრად პირის/პირების არჩევამდე 10 დღით ადრე განსაზღვროს სამეცნიერო საბჭოს წევრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სამეცნიერო საბჭოს წევრის კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან და დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან.

5. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.

6. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს ინსტი-ტუტის დირექტორი.

7. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში ყოველი ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას.

8. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი ყველაზე ნაკლები ხმების მქონე კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, დირექტორის მიერ მათთვის ინიშნება არჩევ-ნების მეორე ტური.

9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული საკმარისი რაოდენობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, დირექტორის მიერ დარჩენილ ადგილებზე ინიშნება ხელახალი არჩევნები იმავე დღეს.

10. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის რიგგარეშე არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

    მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია

1. ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს არჩევნების მიზნით ინსტიტუტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება სამეცნიერო საბჭოს საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება დაწესებულების თანამშრომლებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ბ) ინსტიტუტის დირექტორი ან მისი ნათესავი;

გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ნათესავი.

3. ამ წესდების მიზნებისათვის ,,ნათესავი“ გულისხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწი-ნებულ პირს.

4. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ინსტიტუტის დირექტორი.

5. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი ნაკლებია დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე, კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საზოგადოების წარმომადგენელი.

7. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხვი აღემატება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ რაოდენობას, საარჩევნო კომისიის წევრების გამოსავლენად დირექტორის მიერ საჯაროდ ტარდება წილისყრა.

8. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და მდი-ვანს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება

1. ინსტიტუტის მართვას ახორციელებს დირექტორი.

2. ინსტიტუტის დირექტორი:

ა) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეც-ნიერო საბჭოს შესათანხმებლად;

ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტი-ტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებსა და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიე-რო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიე-რო საბჭოს არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კო-მისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვა-დებს;

ე) ითანხმებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;

ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონ-კრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე პირი;

ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დებს მათთან ხელშეკრულებებს;

ი) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობის შესახებ;

კ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ლ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავი-სუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;

მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ-რივ აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

ნ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ო) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს;

პ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

რ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;

ს) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალი-სებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

უ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ფ) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობის, სამეცნიერო კონფერენციების და ფორუმების ჩატარებას;

ქ) პასუხისმგებელია ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;

ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.

4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას.

5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი

1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

2. ინსტიტუტის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.

3. ინსტიტუტის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

4. დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალი-ფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.

5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.

6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ინსტიტუტის სამეცნიერო ან/და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

7. სამდივნო დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდი-დატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დირექტორების კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს წევრთა 1/3-ისა.

9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.

    მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი

1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.

2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული:

ა) შეიმუშავებს და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტებს;

გ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;

დ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის ჩატარების წესს და დამა-ტებით საკვალიფიკაციო პირობებს.

3. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;

ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;

გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსი-ლებებს.

4. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

    მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი

1 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენ-ციის პრინციპებს.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.

თავი III. ინსტიტუტის პერსონალი

    მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი

1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნებიან შემდეგი მეცნიერები:

ა) მეცნიერი-თანამშრომელი;

ბ) უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი;

გ) მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი.

4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:

ა) ინსტიტუტის დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით.

    მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:

ა) მეცნიერი-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უფროსი მეცნიერი-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

გ) მთავარი მეცნიერი-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებუ-ლების დირექტორი.

    მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები

1. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწი-ნებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუა-ლებები;

გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამა-ტებით მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში; აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით, მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;

დ) ისარგებლოს ინსტიტუტის ბიბლიოთეკით და ინსტიტუტის სხვა ქონებით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. მეცნიერი ვალდებულია:

ა) დაიცვას ინსტიტუტის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის ქონებას;

დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

თავი IV. ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 16. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ინსტიტუტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონიმიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ინსტიტუტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

    მუხლი 17. ინსტიტუტის ქონება

1. ინსტიტუტს საქართველოს ეკონომიკური განვი-თარების სამინისტროს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.

2. ინსტიტუტის დირექტორი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ-ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.

    მუხლი 18. ინსტიტუტის დაფინანსება

1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 19. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

ინსტიტუტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 20. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იური-დიული ძალის მქონე.

3. ინსტიტუტის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ინსტიტუტის დირექტორი. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

4. ლიკვიდატორი:

ა) დანიშვნისთანავე ადგენს ბალანსს;

ბ) ინსტიტუტის ცნობილ კრედიტორებს სპეციალური შეტყობინებით აცნობენ ინსტიტუტის ლიკვი-დაციის შესახებ, თუ კრედიტორების მისამართი უცნობია შეტყობინება ლიკვიდაციის თაობაზე ხდება საჯარო განცხადებით;

გ) ამთავრებს მიმდინარე საქმეებს, ასრულებს ინსტიტუტის ვალდებულებებს;

დ) უფლებამოსილია დაამთავროს სასამართლო პროცესი ან მორიგებით დაასრულოს დავები;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

თავი V. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

    მუხლი 21. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებებისა და დამატე-ბების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 22. გარდამავალი დებულება

1. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს შექმნამდე მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2. ინსტიტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან ორი კვირის ვადაში.

3. სამეცნიერო საბჭომ დირექტორის არჩევა უზრუნველყოს არა უგვიანეს  ორი თვისა.

 

კრებსითი — სრული ვერსია