დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2010 წელი 22 ნოემბერი
ქ. დუშეთი
„ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნე ს დამატებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 33 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებაში:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს ზ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით;
„ ზ“ ინვალიდთა საკითხებთან მიმართებაში წინადადებების შემუშავება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა”.
„ 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ბ. ვარდიშვილი