დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ.დუშეთი
„ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნე ს ცვლ ილებები და დამატებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში:
ა) შეიცვალოს სამსახურის დასახელება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური”;
ა.ა) პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;”;
ა.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას;”:
ა.გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„ 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.”.
ა.დ) მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნე ს.
ა.ე) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყელიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-18 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობას ასრულებას გამგებლის ბრძანებით სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.“.
ა.ვ) მე-2 მუხლის მე-4,5,6 პუნქტები ამოღებულ იქნე ს;
ა.ზ) მე-3 მუხლის „ ლ” და „ მ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნე ს;
ა.თ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნე ს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ბ . ვარდიშვილი