საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №676
1997 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ლ. მარშანიას II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ
სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლორიკ მარშანია დაჯილდოვდეს II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით.
ე. შევარდნაძე