საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №947
2010 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ
1. ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადიკს ეწოდოს – ,,ტბეთი”, სოფელ გუნიაკალას – ,,სამება”, სოფელ თიაქილისას – ,,განთიადი”, სოფელ ედიქილისას – ,,საყდრიონი”, სოფელ ახლიკს –,,კოხტა”, სოფელ შიპიაკს – ,,ჩრდილისუბანი”, სოფელ ქვემო ხარაბას – ,,ხარება”, სოფელ კიარიაკს - ,,ახალშენი”, სოფელ საფარ-ხარაბას - ,,სამადლო”, სოფელ ჩაპაევკას – ,,კავთა”, სოფელ ჯინისს – ,,არწივანი”, სოფელ კარაკომს – ,,საბეჭისი”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი