საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს ორდნებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
660
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-11-17
გამოქვეყნების თარიღი
1997-11-17
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს ორდნებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №660

1997 წლის 17 ნოემბერი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისათვის, სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში შეტანილი დიდი წვლილისა და თავდადებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ლევან შათირიშვილი – ზემდეგი, სამხედრო პოლიციის ბრიგადის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ასეულის საავტომობილო ოცეულის მეთაურის  მოადგილე (სიკვდილის შემდეგ).

მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“:

გიორგი ციციშვილი – ვიცე-პოლკოვნიკი, შეიარაღების პირველი თანრიგის ბაზის საარტილერიო სისტემების მატერიალური ნაწილის შემკეთებელი საამქროს უფროსი

ჯემალ ჭოლაძე – რიგითი, შეიარაღების პირველი თანრიგის ბაზის საარტილერიო სისტემების მატერიალური ნაწილის შემკეთებელი საამქროს ზეინკალი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია