„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
444
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-05-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-17
სარეგისტრაციო კოდი
220010060.22.033.008607
„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.060.22.033.008.607

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №444/138

2006 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს “საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ“ დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 15 მაისიდან.

 ა. ალექსიშვილი

 რ. გოცირიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის 2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,მუხ.2375

 

 

დებულება

საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანების გადაფორმების შედეგად სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების, აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში _ ფინანსთა სამინისტრო) და საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში _ სებ) ერთობლივ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და განსაზღვრავს სებ-ისადმი საქართველოს მთავრობის დავალიანების გადაფორმების შედეგად ორი სახის _ „ობლიგაცია სებ-ისთვის“ და „ობლიგაციები“ _ სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების), აღრიცხვის, მიმოქცევისა და დაფარვის პირობებს.

2. საქართველოს მთავრობის მიერ სებ-ის მიმართ არსებული დავალიანების გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად რეგულირდება საქართველოს კანონით „საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებით „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინები

ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:

ა) სახელმწიფო ობლიგაცია – კუპონური სახელმწიფო საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდი, დენომინირებული ეროვნული ვალუტით და გამოშვებული არამატერიალიზებული ფორმით;

ბ) სახელმწიფო ობლიგაცია არამატერიალიზებული ფორმით – ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს სისტემა ანგარიშზე ჩანაწერების სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში;

გ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერები ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ობლიგაციების, მათი მფლობელებისა და ნომინალური მფლობელების შესახებ;

დ) ობლიგაცია სებ-ისთვის – ფინანსთა სამინისტროს მიერ მხოლოდ სებ-ისთვის გამოშვებული ერთწლიანი, ყოველწლიურად განახლებადი სახელმწიფო ობლიგაცია, რომელსაც სებ-ი ფლობს დაფარვის ვადის დადგომამდე;

ე) ობლიგაცია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული 16-დან 60 თვემდე დაფარვის ვადის მქონე სახელმწიფო ობლიგაცია, 1000 (ათასი) ლარის ნომინალური ღირებულებით;

ვ) ნომინალური ღირებულება – გამომშვების მიერ დადგენილი ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულების სიდიდე;

ზ) კუპონი – წლიური სარგებელი (პროცენტული შემოსავალი), რომელსაც იღებს სახელმწიფო ობლიგაციის მფლობელი, წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში, სახელმწიფო ობლიგაციების მოქმედების ვადის განმავლობაში;

თ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი – სახელმწიფო ობლიგაციების ყოველი გამოშვებისათვის (ემისიისათვის) მინიჭებული ISO-6166 სტანდარტის შესაბამისი საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი;

ი) ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა – ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი ელექტრონული სისტემა, სადაც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების და მათთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშსწორება;

კ) ანგარიშსწორების ანგარიში – დროის რეალურ რეჟიმში ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში არსებული მონაწილის სისტემური ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა, რომელიც შეესაბამება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშს ან სხვა მონაწილის ანგარიშს, რომელთა საშუალებითაც ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ხორციელდება აღნიშნული სისტემის მონაწილის ფულადი სახსრების განკარგვა (ანგარიშსწორება). ანგარიშსწორების ანგარიშისა და ქვეანგარიშების ერთობლიობა გულისხმობს მათზე აღრიცხული თანხების არითმეტიკულ ჯამს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი  ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

    მუხლი 3. სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება (გადაფორმება)

1. ორივე სახის ობლიგაციების გამოშვება (გადაფორმება) ხორციელდება ყოველი წლის 15 მარტს (გარდა 2006 წლისა), საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით.

2. 2007 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ყოველი წლის 15 მარტს ობლიგაცია სებ-თვის განახლდება შემცირებული ნომინალური ღირებულებით, მის სრულ დაფარვამდე, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი წლის 15 მარტამდე (გარდა 2006 წლისა) სებ-ს წერილობითი ფორმით აცნობებს სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების (გადაფორმების) პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს: სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების მოცულობას, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს, გამოშვების თარიღს, ნომინალურ ღირებულებას, კუპონის წლიურ საპროცენტო განაკვეთს, კუპონის გადახდის თარიღებსა და სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვის თარიღს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

     მუხლი 4. სახელმწიფო ობლიგაციების აღრიცხვა

1. ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე ეროვნული ბანკი აღრიცხავს ორივე სახის ობლიგაციებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის შესაბამის რეესტრებში.

2. სახელმწიფო ობლიგაციების თითოეულ ემისიას ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს ISO-6166 სტანდარტის შესაბამის ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელსაც ეროვნული ბანკი არეგისტრირებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში.

3. სახელმწიფო ობლიგაციისათვის მინიჭებული საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი შედგება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან:

ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყნის საერთაშორისო კოდი GE;

ბ) მესამე სიმბოლო არის ემიტენტის, ფინანსთა სამინისტროს აღმნიშვნელი T;

გ) მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი, ამ დებულებით განსაზღვრული ობლიგაციის, როგორც კუპონური ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში C;

დ) მეხუთე და მეექვსე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის წლის აღმნიშვნელი: დაფარვის წლის ბოლო ორი რიცხვი;

ე) მეშვიდე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის თვის აღმნიშვნელი: 1-დან 9-ის ჩათვლით არის თვეები იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, A არის ოქტომბერი, B არის ნოემბერი, C არის დეკემბერი;

ვ) მერვე და მეცხრე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის დღის აღმნიშვნელი კალენდარული დღის რიცხვი;

ზ) მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ემისიის რიგითობის აღმნიშვნელი;

თ) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემების გათვალისწინებით სტანდარიტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO-6166 სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

     მუხლი 5. სახელმწიფო ობლიგაციებზე კუპონის გადახდა

სახელმწიფო ობლიგაციების კუპონის გადახდის დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, კუპონის შესაბამის თანხებს ეროვნული ბანკი ჩამოჭრის სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რის შესახებაც აცნობებს სახაზინო სამსახურს. ეროვნული ბანკი ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას განახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის  ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

    მუხლი 6. სახელმწიფო ობლიგაციების მიმოქცევა

1. სებ-ს უფლება არ აქვს რაიმე სახით ობლიგაციაზე სებ-ისთვის საკუთრების უფლება გაასხვისოს, დააგირავოს ან გადასცეს სხვა პირს.

2. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე სებ-ს უფლება აქვს ობლიგაციებზე საკუთრების უფლება გაასხვისოს, დააგირავოს ან გადასცეს სხვა პირს.

3. სახელმწიფო ობლიგაციების რეგისტრაცისთან, გასხვისებასთან, დაგირავებასთან და ნომინალურ მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.

4. სებ-ის მიერ ობლიგაციების გასხვისება, დაგირავება ან სხვა პირზე გადაცემა რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

    მუხლი 7. სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვა

1. ობლიგაციის სებ-ისთვის დაფარვის ვადის დადგომისას, ხდება მისი ნაწილის გადაფორმდება სხვადასხვა ვადის ობლიგაციად, ხოლო დარჩენილი ნაწილი განახლდება იგივე სახის ობლიგაციად სებ-ისთვის, მთავრობის დავალიანების სრულ დაფარვამდე.

2. სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვის დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებადი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ნომინალის ღირებულების შესაბამის თანხებს ეროვნული ბანკი ჩამოჭრის სახაზინო სამსახურის ხაზინის ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რის შესახებაც აცნობებს სახაზინო სამსახურს. ეროვნული ბანკი ბანკების ანგარიშსწორების ანგარიშებზე შესაბამისი თანხების ჩარიცხვას განახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

დანართი №1

                                                                                              (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

 

 

დანართი №2

                                                                                              (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

 

 

 დანართი №3

                                                                                                         (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

2010 წლის 17 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №932-№162/01-სსმIII,№165, 17.12.2010წ.,

მუხ.2375

 

კრებსითი — სრული ვერსია