"თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2010-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-02
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.160.016019
"თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №36

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის   31 მარტის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, ადგენს:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარის ოდენობით“;

„გ. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4 500 ლარის ოდენობით.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  კ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია