საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №757
1997 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბ. მონავარდისაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, საქართველოს სახალხო არტისტი ბექარ მონავარდისაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე