საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
633
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-11-08
გამოქვეყნების თარიღი
1997-11-17
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №633

1997 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს „ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადება;

ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია