საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №615
1997 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
მ. ლომთათიძის, თ. მოსიას, ლ. ჭანიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური ცეკვის პირველი ფესტივალი-კონკურსის მაღალ დონეზე მომზადებისა და გამართვისათვის, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები მურმან ლომთათიძე, თამაზ მოსია, ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე