ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 12 ნოემბერი
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ და „ჯ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
1. შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა) ახალასაშენებელ ობიექტებზე;
ბ) არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე.
სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას;
ე) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე.
2. ამ დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
3. ამ დადგენილების 1-ლი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
4. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მოსაკრებელი გადახდილ იქნეს წინასწარ, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.
5. ამ დადგენილებით შემოღებული პირების მიერ მოსაკრებელი ჩაირიცხოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
6. დადგენილება აღსასრულებლად გადაეგზავნოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
7. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ენვერ გველებიანს.
8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №43-ვებგვერდი, 21.01.2011წ.