თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
20 10 წლის 16 ნოემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის მე-2 -ე პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად :
1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თან - დართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 აპრილის №67 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
4. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დ ავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 30 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
2. ძალადაკარგულია - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 8 - ვებგვერდი, 20.02.2013 წ.
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები:
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
დ) ამოღებულია;
ე) არქივის წარმოება;
ვ) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
ზ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
თ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;
ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;
კ) ამოღებულია;
ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
მ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
ნ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;
ო) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 30 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება და სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციის სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;
გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ .
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას მოვალეობის შესრულება გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
5. ადმინისტრაციული სამსახური შედგება განყოფილებისაგან:
ა) ამოღებულია;
ბ) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილება;
გ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება.
6. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს წინადადებებს შტატების, მუშაობის ორგანიზების, განყოფილების მოსამსახურეების პრემირების, მატერიალური სტიმულირების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;
ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე;
თ ) ასრულებს ამ დებულებით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს .
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 30 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
მუხლი 4. განყოფილებების ფუნქციები
1. ამოღებულია ;
2. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის გნყოფილების ფუნქციებია:
ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) ამოღებულია;
გ) გამგეობის არქივის წარმოება;
დ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი;
ე) მომსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ვ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება.
3. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:
ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;
ბ) ამოღებულია;
გ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 30 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
მუხლი 5 . დასკვნითი დებულება
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით.