საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №496
1997 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
გ. ყურაშვილის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“დაჯილდოების შესახებ
საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების, კრწანისის სასწავლო ცენტრის აღდგენისა და კვალიფიციურ მეთაურთა შემადგენლობის დაკომპლექტების საქმეში თავდადებული სამსახურისა და მხედრული ვალის მოხდისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი გუჯარ ყურაშვილი დაჯილდოვდეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ე. შევარდნაძე