"დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" გამგებლის 2007 წლის 22 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (რაიონული გამგეობა)
მიღების თარიღი
2010-11-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-25
სარეგისტრაციო კოდი
010260030.53.101.016001
"დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" გამგებლის 2007 წლის 22 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის

ბრძანება №1

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ გამგებლის 2007 წლის 22 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

1. „დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ”, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2007 წლის 22 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო დღე იწყება 10 საათზე და მთავრდება 19:00 საათზე. შესვენება იწყება 14 საათზე და გრძელდება 15 საათამდე.“.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

რაიონის გამგებელი  რ. სულამანიძე

კრებსითი — სრული ვერსია