,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
113
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-04
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.112
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2004 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების 36-ე მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, რეგიონალურ (ტერიტორიულ) და საბაჟო ორგანოების ჭრილში;

გ) დამტკიცებული გეგმების შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი და კონტროლი; ამის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2005 წლის 5 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია