ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 41
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. ონი
„ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის № 8 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა – მომდევნო სამუშაო დღეს).”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე