საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №6 2
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ . თბილისი
„კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის საფუძველზე , ვბრძანებ :
1. „კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 14.02.2006, №20, მუხ. 242) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმის 2.2.4.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2.4.1. სოციალურ - ეკონომიკური პოტენციალი რესურსები
კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა გამოკითხვის შედეგად გამოირკვა , რომ ეროვნული პარკის რესურსებით უმეტეს წილად სარგებლობს მასთან მიმდებარე სოფლების მოსახლეობა . ამასთანავე , ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაზე ანთროპოგენური ფაქტორის ზეწოლა შედარებით ნაკლებია .
ეროვნული პარკის ფიზიკურ - გეოგრაფიული პირობები განსაზღვრავს ბუნებრივი განახლებადი რესურსების საკმაო მრავალფეროვნებას . მათ შორის, აღსანიშნავია : ტყეები , ნადირ - ფრინველი , თევზები , სასოფლო - სამეურნეო სავარგულები ( საძოვრები , სათიბები ).
ტრადიციულად , ადგილობრივი მოსახლეობა რესურსებს გარკვეული კონტროლირებადი რეჟიმით მოიხმარდა , რაც ითვალისწინებდა ეკოსისტემის ბუნებრივ პოტენციურ პროდუქტიულობასა და მდგრადობას . მერქანს იყენებდნენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით , ნადირობდნენ ( ხოხობზე , გარეულ ბატზე , იხვზე , ტახზე , შველზე და სხვა ); ზღვაში , მდინარეებში , ტბებში იჭერდნენ სხვადასხვა სახის თევზს ( ზუთხი , ორაგული , კეფალი და სხვა ); მოჰყავდათ კოლხური სელი , აგროვებდნენ სამკურნალო მცენარეებს , გამოჰყავდათ შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშები („ კვარაცხელიას ძროხა“ , მეგრული ღორი და სხვა ). ეს მიდგომა ძირფესვიანად შეიცვალა წინა საუკუნის ბოლოს განვითარებული სწრაფი ეკონომიკური კრიზისის გამო .
სადღეისოდ საკმაოდ შემცირებულია ეროვნული პარკის ბუნებრივი განახლებადი რესურსები ; რიგი სანადირო და სარეწაო სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა ; მათი მოპოვების ტრადიციული ხერხები და ჩვევები ნაწილობრივ მივიწყებულია . თუმცა, ეროვნული პარკის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, არსებობს მათი აღდგენის კარგი შესაძლებლობა .
ძოვება
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაჭაობებული და ტენიანი მურყნარების ცალკეულ მასივებს , მეორად ტყე - ბუჩქნარებსა და მდელოებს , აგრეთვე ტორფიანი ჭაობების გასწვრივ მდებარე ტერიტორიას მოსახლეობა იყენებს საძოვრად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის ( კამეჩი , ძროხა ). მდინარეების – ჭურიის , ცივას , ციას და ფიჩორის გასწვრივ ადრე არსებული საკოლმეურნეო ფერმები ამჟამად კერძო პირების მფლობელობაშია . არ არსებობს რამდენადმე ზუსტი მონაცემები საქონლის რაოდენობასა და , შესაბამისად , პარკის ტერიტორიაზე ძოვების ინტენსიობაზე . ამ საძოვრებს მოსახლეობა იყენებს მთელი წლის განმავლობაში . ვინაიდან მდ . რიონის მარჯვენა სანაპიროზე არსებული სოფლების – პატარა ფოთი , საღვამიჩაო , საგვიჩიო , ზემო ჭალადიდი და სხვ მიმდებარე ტერიტორიები გამოყენებულია ძირითადად სახნავ - სათესად . მდ . რიონის მარცხენა ნაპირზე არსებული სოფლების ( შავი ღელე , სირიაჩკონი , საქორქიო და სხვა ) მოსახლეობა საძოვრებად იყენებს რიონის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ მდებარე ეროვნული პარკის ტერიტორიებს .
ძოვება ტენიან მურყნარებში
საშეშე მერქნის მოპოვება
როგორც ზემოთ აღინიშნა , კოლხეთის ეროვნული პარკის ტყეები ძირითადად მურყნარითაა წარმოდგენილი . მურყნის მერქანი შედარებით დაბალი ხარისხისაა როგორც სამასალე , ისე შეშად გამოყენების თვალსაზრისით . ყურადსაღებია ის გარემოებაც , რომ ჭარბტენიან ტყეებში მერქნის დამზადება მძიმე ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული . მერქნიან მცენარეთა ის სახეობები ( მუხა , ცაცხვი , ნეკერჩხალი , იფანი , რცხილა წიფელი , ბზა , ლაფანი და სხვა ), რომელთაც მეტი ეკონომიკური ღირებულება აქვთ , აღნიშნულ ტყეებში გადაშენების პირასაა , ზოგიერთი მათგანი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი ( ჰართვისის მუხა , ბზა , ლაფანი ) და მათი ჭრა აკრძალულია . აღნიშნული სახეობები ეროვნული პარკის ტერიოტრიაზე ერთეულ ხეებად , ან მცირე ზომის კორომებად არის შემორჩენილი და მათ დაცვას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს .
კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნის მიზნებიდან გამომდინარე, ხე - ტყის ჭრა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში , ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში , კერძოდ , ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეშის მოპოვების მიზნით . ამისათვის მიზანშეწონილია ნებადართული იქნეს სოციალური ჭრა . მაგალითად , 2001 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნებადართული იქნა 10 000 მ ³ საშეშე მერქნის დამზადება . თუმცა , ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რეალურად დამზადდა მხოლოდ 3 000 მ ³. დანარჩენი გამოყოფილი ტყე - კაფი მოხმარებული იქნა 2002 წელს .
კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია აგრეთვე „ ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -2 მუხლის 31-ე პუნქტის „ ა “, „ ბ “, „ გ “, „ ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა .
მეთევზეობა
თევზებიდან სარეწაო მნიშვნელობა აქვს ძირითადად კეფალს (Mugil auratus) და ფარგას (Stizostedion lucioperca ). ეროვნულ პარკთან მოსაზღვრე ტერიტორიის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავლის ერთ - ერთ წყაროს თევზჭერა წარმოადგენს . თევზჭერა მიმდინარეობს პალიასტომის ტბაზე , მდინარეებზე ფიჩორზე , ჭურიაზე და მათ შენაკადებზე , აგრეთვე შავი ზღვის აკვატორიაში . ამ რესურსის მდგრადი გამოყენება შესაძლებელია ბუნების მნიშვნელოვანი ფუნქციების , როგორიცაა სასიცოცხლო პროცესების რეგულირება და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია , შენარჩუნებით , რისთვისაც საჭიროა დადგინდეს თევზჭერის კვოტები თევზების პოპულაციების სახეობრივი შემადგენლობისა და ასაკობრივი სტრუქტურის გათვალისწინებით .“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე