საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №6 1
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ . თბილისი
„ მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 4 მაისის №14 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის საფუძველზე , ვბრძანებ :
1. „მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 13.05.2009, №58, მუხ. 655) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 4 მაისის №14 ბრძანებით დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაშვებულია სოციალური ჭრით საშეშე მერქნით სარგებლობა და ტყის არამერქნითი რესურსების მდგრადი მოპოვება“;
ბ) 24-ე მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა . “.
გ. ხაჩიძე