"ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის N380 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-22
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016019
"ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის N380 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №58

2010 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის    2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1242) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების მოქმედების ვადა

 1. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლიცენზიანტის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის ტყიდან გამოტანისთვის 24 საათით, სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის წარმოშობის დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან 24 საათით. ტრანსპორტირების გარდა სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის კანონიერების დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.”.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია