საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 430
1997 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
გ. მინდელის ღირსების ორდენით
დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ელექტროტექნიკური დარგის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მცირე სიმძლავრეების ელექტრომანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტის (მეტსი) დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გივი მინდელი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე