სააქციო საზოგადოება ,,ფოთითევზის" ამორტიზებული გემების რეალიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
422
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-08-11
გამოქვეყნების თარიღი
1997-08-15
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.000.
სააქციო საზოგადოება ,,ფოთითევზის" ამორტიზებული გემების რეალიზაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №422

1997 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „ფოთითევზის“ ამორტიზებული გემების რეალიზაციის შესახებ

ქ. ფოთის ნავსადგურის აკვატორიაში მდგარი სამი ამორტიზებული გემის ჩაძირვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ქ. ფოთის მერიის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ნება დაერთოს სააქციო საზოგადოება „ფოთითევზს”, როგორც გამონაკლისი, ჯართის სახით საზღვარგარეთ გაყიდოს მისი ბალანსიდან ჩამოწერილი სამი ამორტიზებული გემი: ტრალერები „ბაზალეთი“ და „ოდიში“, დამხმარე გემი „კილ-13“.

2. აღნიშნული გემების რეალიზაციიდან ამოღებული თანხები გამოყენებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „ფოთითევზის“ ბალანსზე რიცხული საოკეანო თევზმჭერი ტრალერის „სალხინოს“ თევზის რეწვისათვის მოსამზადებლად, ხელფასების დავალიანების ნაწილობრივ დასაფარავად და თევზმჭერი ფლოტის მატერიალური ბაზის განმტკიცებისათვის.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია