აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
420
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-08-11
გამოქვეყნების თარიღი
1997-08-15
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.05.002.000.
აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №420

1997 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შესახებ

უცხოელი პარტნიორების დაინტერესებისა და ინვესტიციების მოზიდვის, აგრეთვე პროდუქციის სერტიფიკაციის შემდგომი სრულყოფის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წინადადება და აღნიშნული ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებიდან გადაეცეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაქვემდებარებაში.

2. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ (ვ. მეტრეველი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა (ლ. ჯაფარიძე) ერთ თვეში დადგენილი წესით განახორციელონ მიღება-ჩაბარება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია