„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
938
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №938

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №101, მუხ. 859) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ფინანსთა მინისტრებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, ასევე უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია