საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №395
1997 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ერთიანი რეგიონალური სასწავლო ცენტრის“ კავშირგაბმულობის კოლეჯის სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნაში, მის შენარჩუნებაში შეტანილი დიდი წვლილისა და კავშირგაბმულობის დარგის სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით:
ღირსების ორდენით:
ნოდარ ნოზაძე – შპს “ერთიანი რეგიონალური სასწავლო ცენტრის“ კავშირგაბმულობის კოლეჯის დირექტორი
ნოდარ ხარატიშვილი – მინისტრის პირველი მოდგილე.
ღირსების მედლით:
თამარ ჯვარშეიშვილი – თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის განყოფილების ყოფილი გამგე.
ე. შევარდნაძე