საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №339
1997 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
გ. ჭუბაბრიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ კინორეჟისორი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გია ჭუბაბრია დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე