საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №338
1997 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
კ. ყრუაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო-საინსპექტორო კომიტეტის უფროსი ინსპექტორი, საქართველოდან პირველი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კარლო ყრუაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე