საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
320
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-06-22
გამოქვეყნების თარიღი
1997-06-30
სარეგისტრაციო კოდი
480.180.000.05.002.000.
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №320

1997 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:

ა) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;

ბ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“;

გ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში“;

დ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“;

ე) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“;

ვ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;

ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია