საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №368
1997 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
მ. ზოდელავას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში მშენებლობისა და სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, საინჟინრო კადრების თანამედროვე დონეზე მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი მამია ზოდელავა დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე